თეგებით ძიება

რა უნდა შეცვალოთ, რომ კოსმოსისგან სასჯელი აიცილოთ - ზოდიაქოს ნიშნები

ვერძი – ყოველთვის უკან უბრუნდება უტაქტობა და უხეშობა, რომელსაც ის სხვების მიმართ დაუფიქრებლად ავლენს. ეს მის ზოდიაქოს ნიშანს ახასიათებს, თუმცა, ამ თვისებების მართვა შესაძლებელია, მით უმეტეს, როცა იცით, რომ მას კოსმოსი ცუდად შემოგიტრიალებთ.

კურო – მიაჩნია, რომ საუკეთესო მეორე ნახევარია, ამიტომ არ უფრთხილდება ურთიერთობას და არ ცდილობს მის გამყარებას. შესაბამისად, ხშირად სტკივა გული სიყვარულის გამო და ზოგ შემთხვევაში, მიტოვებულის პოზიციაშიც რჩება.

ტყუპები – იშვიათად აფასებენ ვინმეს ზრუნვას, ამიტომ მათ უმეტესობას ცხოვრების მარტოობაში გატარება უწევს. ასევე, ხშირად იციან სიტყვების გაუაზრებლად წამოსროლა, რაც არაერთი გულისტკენის და კონფლიქტის მიზეზი ხდება. მას კოსმოსი როგორც დასჯას, ისე უბრუნებს.

კირჩხიბი – უყვარს მანიპულირება და შემოვლითი გზით სხვების მართვა, რომელიც უმადურობის სახით მათვე უბრუნდებათ. ასევე, უყვართ საყვარელი ადამიანის მიტოვება მიზეზების ახსნის გარეშე და სამყარო ამასაც ხშირად უკან უბრუნებს, რის გამოც პირად ურთიერთობებში გაურკვეველ სიტუაციებში ხვდებიან.

ლომი – ეგოიზმი გამჯდარი აქვს და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამიტომ, კოსმოსის მხრიდან, არაკეთილსინდისიერი, მლიქვნელი და ფარისეველი მეგობრებით ისჯება. რაც ხშირად გაღიზიანების, დეპრესიისა და კონფლიქტებში ჩართვის მიზეზი ხდება.

ქალწული – მუდმივად ელანდება, რომ ადამიანები მასზე ცუდს ლაპარაკობენ. ყოველთვის პესიმისტურადაა განწყობილი და რეალობაშიც იმავეს იზიდავს, რითიც გონება აქვს გადატვირთული. უმჯობესია, ოპტიმისტურად განეწყოთ და სამყაროც დაგაჯილდოებთ.

სასწორი – იშვიათად ცხოვრობს გეგმაზომიერად, ამიტომ მის ცხოვრებაში ხშირია ფინანსური პრობლემები. თუ დაგეგმავთ ნებისმიერ ქმედებას, საქმეს თუ ურთიერთობას, მაშინ, ყველა პრობლემა და ბარიერი ადვილად გადასალახავი გახდება და ამაში კოსმიური ძალები და ვარსკვლავების კეთილგანწყობაც დაგეხმარებათ.

მორიელი – ხშირად ისჯება იმის გამო, რომ მანიპულირებს იმ ადამიანების გრძნობებით, ვისაც ის ნამდვილად უყვარს. ამის გამო მათ სასიყვარულო-ინტიმურ სფეროში უფრო ხშირად მოღალატეები ხვდებიან და განცდილით იტანჯებიან.

მშვილდოსანი – ეგოცენტრიკი და მორალისტი მშვილდოსანი ხშირად აკრიტიკებს სხვას იმისთვის, რასაც თვითონ სჩადის. ამის გამო, მართალია, წვრილმანით, მაგრამ მაინც ისჯება. ძირითადად კი, ეს საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემებს ეხება.

თხის რქა – გადამეტებული სერიოზულობისა და სნობიზმის გამო თხის რქა არაერთგზის ვარდება გამოუვალ სიტუაციაში. მისი გადაკრული საუბარი, ხშირ შემთხვევაში, თანამოსაურის დაბნევას იწვევს და მისგან არაადეკვატური „თავდასხმის“ ობიექტი ხდება.

მერწყული – მერწყულს სხვების მართვა უყვარს, ოღონდ შეფარვით და დიპლომატიურად. თუმცა, ამის გამო იგი ხშირად ისჯება ღალატით, მეგობრების, კოლეგებისა და საქმიანი პარტნიორების მხრიდან.

თევზები – თევზები თვითონვე სჯიან საკუთარ თავს იმით, რომ ილუზიებში ცხოვრობენ და ეშინიათ, თვალი გაუსწორონ ცხოვრებას. ამის გამო გარშემო მყოფები მათ არასერიოზულად აღიქვამენ და ხშირად გარიყული ადამიანის პოზიციაში ხვდებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა