თეგებით ძიება

რად უნდა "ნატვრის ხეს" ინგლისური ტიტრები?! - ნუ გადამრიეთ ხალხნო! - რას წერს ილია ჩაჩიბაია

ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სოციალურ ქსელში წერს:

რად უნდა "ნატვრის ხეს" ინგლისური ტიტრები?! - ნუ გადამრიეთ ხალხნო! თან ქვეყნის საზოგადოებრივი არხის ეთერში. ახლა გადის. მე მივაწვდი ორიგინალ ვერსიას, თუ არ აქვთ ტიტრების გარეშე. "ობიექტივისთვის" დიდი არქივი შევქმენით, მთელი 14 წლის განმავლობაში.  ამ გახსენებაზე,  ჩვენც გვინდოდა გაგვეშვა "ნატვრის ხე" (სოსოს საპატივცემულოდ), მაგრამ უფლება არ გვაქვს. დიდი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის შთამომავლები არ თანხმდებიან, სოლიდური ჰონორარის გარეშე. ასე იკარგება ქართული კინო. თუ არ ხარ მდიდარი არხი, ვერ გაუშვებ. შეძლებული, კერძო ტელევიზიები კი მალე საერთოდ არ გადაიხდიან. თურქული სერიალი ურჩევნიათ...- წერს ილია ჩაჩიბაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა