თეგებით ძიება
12. 02. 2024 მსოფლიო

ადამიანები ცხოველების საკვებით იკვებებიან, ბავშვების 15% კი ქრონიკულად შიმშილობს - რა ხდება ღაზაში ?

ბავშვები შესაძლოა, რამდენიმე დღე იყვნენ საკვების გარეშე, რადგან ჰუმანიტარული დახმარების მანქანას სულ უფრო ხშირად უკრძალავენ შესვლას - ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, იზოლაციაში მოქცეულმა ადამიანებმა BBC-სთან ისაუბრეს. ისინი ყვებიან, რომ შიმშილთან გასამკლავებლად ცხოველების საკვებს ფქვილში ურევენ და ისე იღებენ, თუმცა მათი თქმით, ეს მარაგიც უკვე ამოწურვის პირასაა.

ისინი ყვებიან, რომ წყლის მილებიდან მისასვლელად თხრიან ორმოებს, რათა დალიონ წყალი ან იბანაონ.

გაეროს ცნობით, მცირეწლოვანი ბავშვების 15% ქრონიკულად შიმშილობს, ხოლო 300 000 ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება.

BBC-ის წარმომადგენელმა ადგილობრივი მედიკოსი ჩაწერა. მისი თქმით, დახმარება, რომელიც ღაზას ჩრდილოეთით შეიტანეს, უკვე გახარჯულია და ხალხი ბრინჯის ჭამაზე გადავიდა. მისივე თქმით, იწურება დაკონსერვებული საკვების მარაგიც.

სურსათის მსოფლიო პროგრამამ BBC-ს ამ კვირაში განუცხადა, რომ ისრაელის სამხედროებმა ჩრდილოეთით მიმავალი ბოლო ხუთი დახმარების კოლონიდან ოთხი გააჩერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღაზაში მიწოდებებს შორის სხვაობამ ორ კვირას მიაღწია.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა განაცხადა, რომ დახმარების მისიების რაოდენობა, რომლებსაც უარი ეთქვათ ღაზას ჩრდილოეთით, მკვეთრად გაიზარდა, იანვარში იქ დახმარების 56% არ შეუშვეს, მაშინ როცა ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ეს რიცხვი 14% იყო.

ღაზას ჩრდილოეთით მცხოვრებთა თითქმის მესამედი ახლა სურსათის "კატასტროფული" დეფიციტის წინაშე დგას. თუმცა, უახლესი მონაცემების მოპოვება ძნელია ტერიტორიაზე წვდომის შეზღუდვის გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე შესაძლოა, გაცილებით რთული ვითარება იყოს.

„სუფთა წყალს 15 დღეში ერთხელ გვაწვდიან, დანარჩენი ის სულ ჭუჭყიანია და ქვიშა მოჰყვება. ბავშვებს კბილები სცვივათ და ანთებები აქვთ“, - აცხადებს ადგილობრივი.

გაეროს ახალი მონაცემებით, დეირ ელ-ბალას ცენტრალურ რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნახევარზე მეტი დაზიანდა. მათ შორის ზეთისხილის საწნახელი და სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელსაც ბასემ იუნის აბუ ზაიდი ფლობდა.

დახმარების მიწოდებას აფერხებს ბრძოლა, ბიუროკრატია და ნაგავი. მაგალითად, ამ კვირის დასაწყისში საკვების კოლონა, რომელიც ღაზას ჩრდილოეთით გამგზავრებას ელოდა, საზღვაო ცეცხლის ქვეშ მოექცა.

ბევრი თვლის, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმება ერთადერთი გზა ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიტანა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაა.

მაშინ, როდესაც ისრაელი ბომბავს რაფაჰს მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის წინ, ორივე მხარის ლიდერებს სულ უფრო მეტად აიძულებენ, ღაზაში ჩარჩენილი როგორც საკუთარი, ასევე უცხო ადამიანების ტანჯვა დაასრულონ.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა