თეგებით ძიება

თანამედროვე ადამიანის ფსიქიკური დაავადებები

თანამედროვე ტექნიკამ და ციფრულმა ტექნოლოგიებმა ღრმად შეაღწიეს თანამედროვე ადამიანის ყოვედღიურ ყოფაში, რამაც, სიკეთესთან ერთად, საკმაოდ უარყოფითი ზეგავლენა იქონია ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება ითქვას, შეცვალა მისი მენტალური მდგომარეობა, ადამიანი ძლიერ დამოკიდებული გახდა ინტერნეტზე, მობილურ ტელეფონებზე, გაჯეტებზე და ა.შ., რაც გამოიხატა სხვადასხვა დაავადებით.

რეალურია თუ გამოგონილი ფსიქიკური აშლილობები? დეპრესია სისუსტეა თუ მძიმე ფსიქიკური დაავადება? რა ფაქტორები განსაზღვრავს მისი განვითარების რისკს? რას ნიშნავს სიგიჟე და უკავშირდება თუ არა ის დეპრესიასა და შფოთვას? „აზომბებს“ თუ არა ფსიქოტროპული მედიკამენტები? როგორია მათი გვერდითი ეფექტები და რამდენად საშიშია ისინი? ვის შეუძლია და ვის არა მედიკამენტებით მკურნალობა?

მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 10.7% ერთი ან მეტი ფსიქიკური გამოწვევის წინაშე დგას. მათგან ყველაზე გავრცელებული შფოთვითი აშლილობაა, რომელსაც დეპრესია მოჰყვება, ხუთეული კი ასე გამოიყურება:

შფოთვითი აშლილობები – მოსახლეობის 3.76%;

დეპრესია – 3.44%;

ალკოჰოლიზმი – 1.4%;

ნარკოტიკებზე დამოკიდებულება – 0.94%;

ბიპოლარული აშლილობა – 0.6%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა