თეგებით ძიება

შინაური ცხოველის ბინადრობის ბუნებრივი არეალი არ არის ქუჩა. შინაური ცხოველი უნდა იყოს ადამიანთან ერთად - შალვა პაპუაშვილი

მთავარი გამოწვევა, რაც საქართველოს აქვს, არის მიუსაფარი ძაღლები. საერთო ჯამში, ეს არ არის კანონი შინაურ ცხოველებზე. ეს არის კანონი ადამიანებზე, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩინა, რომ კანონპროექტი შინაური ცხოველების შესახებ ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იქნება იმისა თუ ვინ არის ნამდვილი ევროპელი ამ ქვეყანაში.

„ეს არის ადამიანების, უპასუხისმგებლო მფლობელების მიერ შექმნილი პრობლემა, რომლებიც რამდენიმე თვე ისიამოვნებენ იმით, რომ შინაური ცხოველი ჰყავთ სახლში, შემდეგ ჰბეზრდებათ მისი მოვლა და ქუჩაში აგდებენ. ამრავლებენ ძაღლებს, ლეკვებს ვერ მიუჩენენ პატრონებს და მათაც ქუჩაში აგდებენ. საბოლოო ჯამში, ეს საფრთხეს უქმნის თავად ცხოველებს და, რაც მთავარია, ადამიანებს და ჩვენს შვილებს. შინაური ცხოველის ბინადრობის ბუნებრივი არეალი არ არის ქუჩა. შინაური ცხოველი ამით განსხვავდება. ველური ბუნება მისთვის არ არის შესაბამისი. შინაური ცხოველი უნდა იყოს ადამიანთან ერთად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, მაია ბითაძეს ამ კანონპროექტზე მუშაობისთვის და ყველა დეპუტატს პროექტის განხილვაში კონსტრუქციული ჩართვისკენ მოუწოდა.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია პარლამენტში დღეს გაიმართება. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახსნის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა