თეგებით ძიება

ჩრდილოვან კაბინეტზე გავრცელებული ინფორმაცია არის სუს-ის და „ოცნების" მიერ გავრცელებული ჭორი - რომან გოცირიძე

არჩევნების შემდეგ იქნება კოალიცია, სადაც ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები შექმნიან მთავრობას. ჩრდილოვან კაბინეტზე გავრცელებული ინფორმაცია არის სუს-ის და „ოცნების" მიერ გავრცელებული ჭორი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოში კოალიციური მმართველობა ნიშნავს ოლიგარქიული, ერთი ადამიანის მმართველობის დასასრულს. როცა საუბარია კოალიციაზე, ეს ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეცვალოს ოპოზიციურმა კოალიციამ. „ქართულ ოცნებასთან" შეუძლებელია იყოს კოალიცია. ეს პარტიაც არაა, ეს არის ივანიშვილის სექტა. ჩრდილოვან კაბინეტს რაც შეეხება, ამ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს და ეს არის მათი მორიგი ხრიკები, რომელსაც არავინ არ ჭამს. ჩრდილოვანი კაბინეტი ეს არის "ქართული ოცნების" მიერ მოგონილი ზღაპარი, სუს-ის მიერ გავრცელებული.

არჩევნების შემდეგ იქნება კოალიცია, სადაც ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები შექმნიან მთავრობას. ეს არის სუს-ის და "ოცნების" მიერ გავრცელებული ჭორი",- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა