თეგებით ძიება

ჩემს ცხოვრებაში გაუპატიურების თემა რომ არ ყოფილიყო, ისევ ისეთი გულუბრყვილო ვიქნებოდი, როგორიც ვიყავი - რას ამბობს თამო ვაშალომიძე?

ფოტომოდელი და ინფლუენსერი, თამო ვაშალომიძე ჟურნალ "თბილისელებთან“ საუბრობს:

– გულჩვილი ადამიანი ხარ?

– ბავშვობიდან გულჩვილი ვიყავი და დღემდე ასეთი ვარ. ამის გამო 33 წლის ასაკშიც ვმუშაობ საკუთარ თავზე. ვეტყვი ხოლმე ჩემს თავს: თამო, არ გაქვს უფლება, გულჩვილი იყო. მაგრამ ეს ხომ ადამიანის ბუნებაა, რომელიც ასე ადვილად არ იცვლება. თუმცა, იმიტომ, რომ სხვა ადამიანებმა გული არ გატკინონ და შენით მანიპულირება ვერ მოახდინონ, ცდილობ, როგორღაც მართო საკუთარი ბუნება.

– რას გააკეთებდი, ლატარიაში რომ მილიონები მოიგო?

– არ მჯერა ლატარიაში რამის მოგების. ისეთი ბედი მაქვს, რომ ასეთი რამ თავშიც კი არ მომივა. არც არასდროს მიცდია ლატარიის ბილეთის ყიდვა და არ მიოცნებია მოგებაზე. საერთოდ, ბავშვობის შემდეგ არაფერზე მიოცნებია. როცა პატარა ვიყავი, მინდოდა, ცნობილი გავმხდარიყავი – ხან ვცეკვავდი და მოცეკვავეობა მინდოდა, ხან ვმღეროდი და მომღერლობაზე ვოცნებობდი, ჟურნალისტობა, მოდელობა – რა აღარ მინდოდა პოპულარობისთვის... დღეს შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი ოცნება ამიხდა. როცა ეს მოხდა, ძალიან რეალისტი გავხდი. არ ვოცნებობ ისეთ რამეზე, რასაც ვერ გავაკეთებ. მხოლოდ მიზნები მაქვს.

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე ცუდ საქციელად, რასაც ნანობ?

– რაც არ უნდა იყოს, წარსულში ვერაფერს შეცვლი. შეცვლა რომ შეიძლებოდეს, გაუპატიურების თემას ამოვიღებდი ჩემი ცხოვრებიდან, არ გავიცნობდი იმ ადამიანს, არ მივიღებდი იმ ფსიქოლოგიურ ტრავმას, რაც მივიღე. თუმცა, ეს რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, ვერ გავხდებოდი შინაგანად ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა ვარ. ისევ ისეთი გულუბრყვილო ვიქნებოდი, როგორიც ვიყავი, ამიტომ არაფერს არ შევცვლიდი.

რაც შემეხება მე, წმინდანი არ ვარ, მაგრამ ცხოვრებაში ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ვინმე დამეზიანებინა. სამწუხაროდ, საკუთარი თავი დამიზიანებია ჩემი ქცევებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა