სამხრეთ კორეაში მედიკოსებმა მასობრივი გაფიცვა გამოაცხადეს
სამხრეთ კორეაში მედიკოსებმა მასობრივი გაფიცვა გამოაცხადეს. სეულის უმსხვილესი, წამყვანი კლინიკების 13 ათასიდან 6 400 ექიმმა კი პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა.
მედიკოსების უკმაყოფილება ხელისუფლების გეგმამ გამოიწვია, რომელიც სამედიცინო სასწავლებლებში, მომავალი წლიდან, სტუდენტების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.