თეგებით ძიება
23. 02. 2024 მსოფლიო

ნახევარ საუკუნეზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად, ამერიკული კოსმოსური ხომალდი მთვარეზეა

ნახევარ საუკუნეზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად, ამერიკული კოსმოსური ხომალდი მთვარეზეა. „ოდისევსი“ მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს დაეშვა, სადაც, მეცნიერების ვარაუდით, შესაძლოა წყლის წყარო იყოს.

ხომალდი ფლორიდის კანავერალის კოსმოდრომიდან გასულ ხუთშაბათს გაუშვეს. „ოდისევსი“ აღჭურვილია ექვსი სამეცნიერო ინსტრუმენტით, რომლებითაც შესაძლებელია მთვარის ზედაპირის შესწავლა და რადიოტალღების გაზომვა.

მისიის მიზანია მთვარის სამხრეთ პოლუსის გარემოს შეფასება, რაც მნიშვნელოვანია ნასას გეგმის განსახორციელებლად, რომელიც 2026 წლის ბოლოს მთვარეზე ეკიპაჟიანი მისიის გაშვებას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა