თეგებით ძიება
23. 02. 2024 სპორტი

ბიზნესი, დაფარული პირადი ცხოვრება და ჰომოფობიური სკანდალი - რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი?

18 თე­ბერ­ვალს კი­დევ ერთხელ წარ­მა­ტე­ბუ­ლად იას­პა­რე­ზა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა. UFC-ის ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა მექ­სი­კე­ლი ჰენ­რი სე­ხუ­დო მსა­ჯე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ა­მარ­ცხა. ეს მის­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ზე­დი­ზედ მე­ა­თე გა­მარ­ჯვე­ბაა. UFC-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, დვა­ლიშ­ვი­ლის მო­რი­გი ბრძო­ლა UFC-ში სა­ჩემ­პი­ო­ნო ქამ­რის­თვის იქ­ნე­ბა.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა ტრა­დი­ცი­უ­ლი ჭი­და­ო­ბით და­ი­წყო. თუმ­ცა 33 წლის სპორ­ტსმე­ნის ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი გახ­და, რო­დე­საც ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში დვა­ლიშ­ვი­ლი 21 წლის წა­ვი­და. სა­ნამ ვარ­ჯიშს და­ი­წყებ­და, მუ­შა­ობ­და ფი­ზი­კუ­რად, ძი­რი­თა­დად, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მისი მწვრთნე­ლი ამ სპორ­ტში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მწვრთნე­ლი რეი ლონ­გო გახ­და.

სპორ­ტსმე­ნის მშობ­ლე­ბი, ამი­რან და და­რე­ჯან დვა­ლიშ­ვი­ლე­ბი შვი­ლის­თვის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნე­ბი იყ­ვნენ მისი MMA კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე­რაბ­მა დიდი გა­ჭირ­ვე­ბა გა­მო­ი­ა­რა იმის­თვის, რომ მი­სუ­ლი­ყო იქამ­დე, სა­დაც ახლა არის, წერს უცხო­უ­რი მე­დია. სხვა­ნა­ი­რად მშობ­ლე­ბი ვერ ია­მა­ყებ­დნენ.

"ხან­და­ხან ჩემს ბიჭს ვუ­ყუ­რებ და ვფიქ­რობ, რო­გო­რი სწრა­ფად გა­ვი­და წლე­ბი. მარ­თა­ლია, გა­ი­ზარ­და და შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ის სი­ჯი­უ­ტე, რო­მე­ლიც მის სის­ხლში ყო­ველ­თვის იყო, არ გამ­ქრა­ლა. ვფიქ­რობ, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი და­ეხ­მა­რა მას წარ­მა­ტე­ბა­ში“, - ამ­ბობს დვა­ლიშ­ვი­ლის მამა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

დვა­ლიშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ის ხში­რად ჩანს MMA-ში და­ძა­ბუ­ლი ვარ­ჯი­შის დროს, აქ­ვეყ­ნებს მოგ­ზა­უ­რო­ბის ფო­ტო­ებს, პო­ზი­რებს უც­ნობ ქა­ლებ­თან ერ­თად, მაგ­რამ არა­სო­დეს სა­ჯა­როდ არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო. "დვა­ლიშ­ვილს არც ცოლი ჰყავს და არც შვი­ლი" - წერს უცხო­უ­რი მე­დია. რო­დე­საც ის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჩა­ვი­და, ინ­გლი­სუ­რი ენა არ იცო­და. ამ­ბობს, რომ სა­უ­ბა­რი სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი­დან და ბრო­შუ­რე­ბი­დან ის­წავ­ლა.

"ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ვარ­ჯი­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. შე­საძ­ლოა, მას არ ჰქონ­და ბევ­რი დრო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სა­წყე­ბად ან ურ­ჩევ­ნია, რომ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­ფა­რუ­ლი დარ­ჩეს", - წერს სპორ­ტუ­ლი მე­დია.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა 2024 წელს

დვა­ლიშ­ვი­ლი არის მებ­რძო­ლი, რო­მელ­მაც UFC-ში ზე­დი­ზედ 9 ბრძო­ლა მო­ი­გო. UFC 298-ზე ერთ-ერთ ბოლო ორ­თაბ­რძო­ლის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით $111,000 გა­და­ი­ხა­და და გა­მო­ი­მუ­შა­ვა $200,000-ზე მეტი, რო­დე­საც ის ხოსე ალ­დოს შე­ებ­რძო­ლა.

მისი ქო­ნე­ბა, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის კა­რი­ე­რის ქრო­ნი­კა

დვა­ლიშ­ვილ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი საბ­რძო­ლო კა­რი­ე­რა Ring of Combat-ში და­ი­წყო, სა­დაც 2014 წელს წა­ა­გო და­რენ მი­მას­თან. ეს იყო მისი პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ბრძო­ლა. იმა­ვე წელს დე­ნის დომ­ბროუ და­ა­მარ­ცხა, თუმ­ცა ორ თვე­ში რიკი ბან­დე­ხას­თან და­მარ­ცხდა.

კა­რი­ე­რა­ში მე­ო­რე წა­გე­ბის შემ­დეგ დვა­ლიშ­ვი­ლი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ამის შემ­დეგ ზე­დი­ზედ ექ­ვსი მო­გე­ბა ჰქონ­და Ring of Combat-სა და CES MMA-ში. 2017 წელს დვა­ლიშ­ვი­ლი UFC-ს შე­უ­ერ­თდა და კა­რი­ე­რა­ში მე­სა­მე მარ­ცხი გა­ნი­ცა­და რიკი სა­ი­მო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

ამის შემ­დეგ გაგ­რძელ­და და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სტე­პან კო­ბე­ნოვ­თან და­მარ­ცხე­ბით შე­წყდა 2019 წელს სამ­ბოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. მაგ­რამ ეს არ ით­ვლე­ბა მის MMA რე­კორდში, ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი ბოლო წა­გე­ბა მის MMA კა­რი­ე­რა­ში იყო კე­ვინ დან­ცლერ­თან Fury Pro Grappling 2-ში.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ბიზ­ნე­სი

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ადრე იყო Flash Motors-ის სახე, რო­მე­ლიც ჰი­პე­რე­ლექტრუ­ლი სკუ­ტე­რის Infinity X-ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ო­და. ის ასე­ვე GA Logistics LLC-ის სა­ხეა.

დვა­ლიშ­ვილს აქვს სა­კუ­თა­რი ელექტრო­ნუ­ლი მა­ღა­ზი­აც, რომ­ლის გახ­სნა Athlete Studio-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შეძ­ლო. ეს არის მის­თვის შე­მო­სავ­ლის ბრწყინ­ვა­ლე წყა­რო, წერს მე­დია, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბრძო­ლას თავს და­ა­ნე­ბებს.

ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი სკან­და­ლი

ბოლო გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს კი­დევ ერთხელ გა­უხ­სე­ნეს ორი წლის წინ და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რი, სა­დაც სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე წერს, რომ მათ პი­ა­რი არ სჭირ­დე­ბათ და „ელ­გე­პე­ტე სას­ტავს უნ­დათ ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ეს არის დიდი სექ­ტა.“ კო­მენ­ტა­რის სქ­რი­ნი კი­დევ ერთხელ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა ნატა ფე­რა­ძემ გა­ავ­რცე­ლა და მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ჰო­მო­ფო­ბი­ა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ფე­რა­ძემ სპორ­ტსმე­ნის­გან ბო­დი­შის მოხ­დას ითხო­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, დვა­ლიშ­ვი­ლის პოს­ტე­ბის თარ­გმნა და UFC-ში გაგ­ზავ­ნა და­ა­ა­ნონ­სა.

ამ ფაქ­ტზე დვა­ლიშ­ვილს და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა რო­გორც ფე­რა­ძე წერს, მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში ემუქ­რე­ბი­ან.

ამ ფაქტს ამე­რი­კა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­სუ­ლი ქარ­თვე­ლი იუ­მო­რის­ტი ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც პი­რა­დად იც­ნობს სპორ­ტსმენს და მას­თან მე­გობ­რობს, წერს, რომ დვა­ლიშ­ვი­ლი ჰო­მო­ფო­ბი არ არის.

"ის ღირ­სე­უ­ლი მშობ­ლე­ბის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი, ძმა და მე­გო­ბა­რია, მას არ ჭირ­დე­ბა პატ­რი­ო­ტიზ­მზე მი­თი­თე­ბა, ის ეგე­თია, ნაღ­დია, გუ­ლით პატ­რი­ო­ტია. მე­რა­ბი "ჰო­მო­ფო­ბი" არ არის! მას თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი აზრი გა­აჩ­ნია, ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში, მე­რა­ბი კარ­გი ქარ­თვე­ლი და მო­მა­ვა­ლი "ჩემ­პი­ო­ნია," თუმ­ცა ის ჩემ­თვის უკვე დიდი ხა­ნია ძმო­ბის, მე­გობ­რო­ბის და ადა­მი­ა­ნო­ბის ჩემ­პი­ო­ნია, იმა­ზე თავ­მდა­ბა­ლია, ვიდ­რე ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია.

მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბას, წლი­დან-წლამ­დე 365 დღეა და მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნუ და­ი­წყებთ "წი­ოკს" მე­რა­ბის რეს­პონ­დენ­ტო­ბა­ზე, მე­რა­ბის ზუს­ტად მა­შინ ჭირ­დე­ბა გვერ­დით დგო­მა, რო­დე­საც თქვენ გაქ­სუ­ე­ბულ პო­ლი­ტი­კო­სებს აშუ­ქებთ...“ - წერს ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა