თეგებით ძიება

ნარკოტიკის უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ინდოეთის 2 მოქალაქეს ბრალდება წარედგინა

გენერალური პროკურატურის ცნობით, ქუთაისში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ინდოეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 22 თებერვალს დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინი", რაც თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინი", - წერია განცხადებაში. 

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა, ბ“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ორი ეპიზოდი).

ასევე ერთ -ერთ ბრალდებულს დამატებით წარედგინა ბრალდება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე. 

ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა