პოლონეთში უცნობმა პირებმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია დააზიანეს
პოლონეთში უცნობმა პირებმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია დააზიანეს. ამის შესახებ X-ზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ოლექსანდრ კუბრაკოვი წერს.
„დღეს დილით უცნობმა პირებმა დოროჰუსკის სარკინიგზო სადგურზე უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია დოროჰუსკის სარკინიგზო სადგურზე დააზიანეს. საუბარია მარცვლეულზე, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიემართებოდა.
დაუსჯელი დანაშაულები ყოველთვის მეორდება, იქნება ეს სამხედრო აგრესია თუ დაზიანებული მარცვლეული. კრიმინალები უნდა დაისაჯნენ, რათა მათ სხვებმა არ მიბაძონ“, - წერს მინისტრი.