არასაკმარისმა ძილმა შეიძლება გაზარდოს გულის დაავადებების რისკი
კვლევამ აჩვენა, რომ ძილის გრძელვადიანი პრობლემები და გულის დაავადებები მჭიდრო კავშირშია.
კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებსაც ჰქონდათ ქრონიკული უძილობა ან რომლებსაც ღამით ხუთ საათზე ნაკლები ეძინათ, გულის დაავადების უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ.
ახალი კვლევის თანახმად, ძილის ჩვევებმა, რომლებსაც ცხოვრების შუახნის პერიოდში ავითარებთ, შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს გულის ჯანმრთელობაზე.
კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარულად შვიდ საათზე ნაკლები ძილი და ზედმეტად ადრე ან მთელი ღამის განმავლობაში გაღვიძება ზრდის გულის დაავადებების რისკს.
კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც მუდმივად აღენიშნებოდათ უძილობის სიმპტომები და ღამით ხუთ საათზე ნაკლებს ეძინათ, ჰქონდათ გულის დაავადებების 75%-ით მეტი რისკი.
მკვლევარების აზრით, აღმოჩენები ხაზს უსვამს იმ გავლენას, რაც ძილის ხანგრძლივმა პრობლემებმა შეიძლება მოახდინოს ქალის გულის ჯანმრთელობაზე.
ცუდი ძილი უარყოფითად აისახება გულის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა გზით, როგორიცაა სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობის გაზრდა, ავტონომიური ნერვული სისტემის აქტივობის დარღვევა და სისტემური ანთების გაზრდა.
ძილის ცუდი ხარისხი ასოცირდება ჰიპერტენზიის და ინსულინის მიმართ რეზისტენტობის გაზრდილ რისკთან, ორივე გულის დაავადების რისკ-ფაქტორია. ძილის ნაკლებობა აუარესებს არტერიულ წნევას და შეიძლება გამოიწვიოს არასწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება, მეტი ნახშირწყლის და შაქრის მიღება, რაც აუარესებს პრედიაბეტს და ქოლესტერინს. ამიტომ, აუცილებელია შვიდიდან რვა საათამდე ძილი.