„აღმოვაჩინე მისი სექსუალური მიმოწერა ჩემი დის საუკეთესო დაქალთან... მეც ვმეგობრობდი...“ - ნინუცა მაყაშვილი
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "სხვა შუადღე" ღალატის შესახებ ისაუბრა და მაყურებელს საკუთარი მძიმე გამოცდილება გაუზიარა. ნინუცა ამბობს, რომ მისთვის არაერთხელ უღალატიათ.
"ძალიან ხშირად უღალატიათ ჩემთვის და უტკენიათ. ეს ისტორია არასდროს არ მომიყოლია. ვიყავი თანაცხოვრებაში, ოთხი წლის განმავლობაში ერთად, ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით.
მოხდა ისე, რომ დავშორდით, გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შევრიგებულიყავით, დავსხედით დავილაპარაკეთ, რომ ამ შერიგების შემდეგ უფრო სერიოზულად უნდა გვეფიქრა - ქორწილი და ა.შ.
ამ შერიგებიდან დაახლოებით ათ დღეში დავწექი საავადმყოფოში, საკმაოდ რთული ოპერაცია გავიკეთე და არ მოვიდა სანახავად არცერთი დღე.
მივხვდი, რომ ისე არ იყო ყველაფერი როგორც უნდა ყოფილიყო. ნარკოზის მერე რომ გამოვედი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი და ზუსტად ვიცოდი რაც ხდებოდა, იმიტომ რომ ინტუიცია მქონდა უმაღლეს დონეზე.
ამასაც ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე - გავტეხე "ინსტაგრამზე" მისი ანგარიში და აღმოვაჩინე მისი სექსუალური მიმოწერა ჩემი დის საუკეთესო დაქალთან... ჩემი დის დაქალი იყო და მეც ვმეგობრობდი.
აღმოვაჩინე ეს ყველაფერი და იმ დონეზე ცუდად გავხდი, რომ ნაკერი გამეხსნა და თავიდან საოპერაციო გავხდი. საბოლოო ჯამში, ალბათ ღმერთმა გადამარჩინა და ამ ადამიანთან მე არ უნდა ვყოფილიყავი", - ამბობს ნინუცა მაყაშვილი.