თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილმა სინამდვილეში საკუთარი გეგმები გაამხილა, რომ არჩევნების არაღიარების საბაბი შექმნას - შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა სინამდვილეში საკუთარი გეგმები გაამხილა, ის ამ გეგმის მონაწილეა, რომ არჩევნების არაღიარებისთვის საბაბი შექმნას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენთან მოქმედებს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს.

"ნებისმიერი უცხოელი, რომელიც გვაძლევს რეკომენდაციას, რომ ეს წესი იყოს, ჟურნალისტებს მოვუწოდებ, ჰკითხონ, ჯერ მათ ქვეყანაში თუ მოქმედებს ეს წესი და მერე ახსნან, რატომ ურჩევენ ამას საქართველოს. ეს არსად არ მოქმედებს, ჩვენთან წარმოდგენილი იყო საცდელი ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ ექსპერიმენტი არ მოქმედებს. ამაზე კიდევ დაჟინებით მოთხოვნა ქმნის ეჭვებს, რომ არის სპეციალური მოთხოვნა, რათა ეს წესი დარჩეს. თუკი ძველი წესი დარჩება, ჩვენ ვერ ავირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს და თუკი ავირჩევთ, მათ სათქმელი ექნებათ, რომ რეკომენდაცია სხვა იყო, ეს არ არის კვალიფიციური უმრავლესობა და ამიტომ არ უნდა ვაღიაროთ არჩევნები. საქართველოში, 30 წელი არანაირი კვალიფიციური უმრავლესობით არავინ, არასდროს არ ირჩევდა, ეს ტყუილი რეგულაცია და სისულელეა, რაც პრაქტიკამ აჩვენა და ახლა უნდათ, რომ ამ სისულელეში დაარწმუნონ საზოგადოება. საზოგადოება ხედავს, რომ არ მოქმედებს მექანიზმი, არის უმოქმედო. 27 ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი, ჯერ მათ მიიღონ წესები, რომ კვალიფიციური უმრავლესობით მიიღონ გადაწყვეტილებები და პირობას ვდებთ, რომ ჩვენ ვიქნებით 28-ე ქვეყანა, ვინც კვალიფიციურ უმრავლესობას შემოვიღებთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილი ,,ღამის კურიერის" ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა