დაღუპულთა რიცხვი ღაზას სექტორში 30 960-ს აღწევს - ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 30 960-ს აღწევს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 72 524-მდე გაიზარდა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 82 პალესტინელი დაიღუპა და 122 დაშავდა.