თეგებით ძიება

ევროკავშირი არ უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები - შალვა პაპუაშვილი

ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთან მიმართებაში. ეს არის ის, რომ ევროკავშირი არ უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა.

„გარდა ამ შეხვედრებისა კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო გერმანიისა და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გასულ კვირას. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხს მოესმინა წუხილი საელჩოების მხრიდან იმის გამო, რომ ასეთი შეხვედრები შედგა და მოგვესმინა განმარტებები, თუ რასთან გვქონდა საქმე, მათმა განცხადებებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ იყო მცდელობა ზურაბ ადეიშვილთან, კრიმინალთან, ამ დონეზე შეხვედრების ნორმალიზებისა. ეს რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან ვწუხვარ, რომ საელჩოებს ჰქონდათ ასეთი რეაქცია იმ სამართლიან აღშფოთებაზე, რომელიც იყო საზოგადოებაში. ქართველი ხალხი მოელის, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირთან და რომლის გამოც ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, იქნება გაზიარებული ევროპის ყველა ქალაქში, ყველა დონეზე და შესაბამისად, იქნება რეაგირებები. ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთან მიმართებაში. ეს არის ის, რომ ევროკავშირი არ უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები და არ უნდა მოხდეს ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა იმ ადამიანების, რომლებმაც საქართველოში შექმნეს წამების, ღირსების შელახვის, ბიზნესის რეკეტის სისტემა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა