თეგებით ძიება

არ მინდა პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო - კახა კალაძე

"ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან. ამას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს. ჩვენ გვერდით ვუდგავართ მათ. ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით, მაგალითად, ავიღოთ საერთაშორისო პლატფორმები, შეგიძლიათ მოიძიოთ, რამდენჯერ გამოვხატეთ თანადგომა, გავგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარება. საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მხარდაჭერა დღესაც გრძელდება და სამომავლოდაც შენარჩუნდება. რაც შეეხება აღნიშნულ განცხადებას, არ მინდა პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო. 

რაც შეეხება ფრენების შეწყვეტასა და სანქციების მიერთებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ, ვერ და არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. მიხეილ სააკაშვილი კი ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებში, მას მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად, ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. " - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა