თეგებით ძიება
14. 03. 2024 ვიდეო

"ხმაურმა გაგვაღვიძა, ჩამოლეწილი იყო ფანჯრები... შუშები ეყარათ ბავშვებს" - რას ამბობენ ადგილობრივები სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ? (ვიდეო)

სამტრედიის ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტები მუშაობენ და 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას ამოწმებენ. შენობაში, სადაც 93 ოჯახი ცხოვრობს,  ძლიერი აფეთქება ღამის დაახლოებით 3 საათზე მოხდა, რაც სავარაუდოდ  ბუნებრივი აირის გაჟონვას მოყვა. 

აფეთქების კერა  კი პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართი აღმოჩნდა. კორპუსში მაცხოვრებლები ამ ეტაპზე შენობიდან გამოყვანილები არიან. შუშები ჩაიმსხვრა გვერდით მდებარე კორპუსებშიც. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა