"თავს არც კაცად მივიჩნევ და არც ქალად“ - რას ამბობს "ევროვიზიის“ გამარჯვებული?
შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024 დასრულდა. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code.
იგი გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯამურად 37 ქვეყნის ეროვნული ჟიურის ფავორიტი.
ნემო მეტლერი, შვეიცარიელი მუსიკოსია, რომელიც ვიოლიონზე, ფორტეპიანოზე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს.
იგი იყო პირველი არაბინარული (ადამიანები, რომლებიც არც ერთ გენდერს აღიარებენ. თავს არც მამაკაცად მიიჩნევენ, არც ქალად) შემსრულებელი, რომელმაც კონკურსზე შვეიცარია წარადგინა და გაიმარჯვა.
"იმედი მაქვს, რომ ეს კონკურსი შეასრულებს თავის დანაპირებს და გააგრძელებს მშვიდობისა და ღირსების მხარდაჭერას ამქვეყნად ყველა ადამიანისათვის”, - ეს სიტყვები ნემომ კონკურსის დასრულებისას წარმოთქვა.
მისივე თქმით, სიმღერა რომელიც ევროვიზიაზე შეასრულა, თავისი შინაარსით, მის მოგზაურობას გამოხატავს იმის გასაცნობიერებლად, რომ არც ერთ სქესს არ მიეკუთვნება.
"კოდი“ არის მოგზაურობაზე, რომელიც დავიწყე იმის გაცნობიერებით, რომ მე არც კაცი ვარ და არც ქალი“, - განმარტა ნემომ.
ASSOCIATED PRESS-თან მიცემულ ინტერვიუში ნემო ამბობს, მის ქვეყანაში ახლა უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს თუ რას ნიშნავს იყო არაბინარული.