თეგებით ძიება
20. 05. 2024 მსოფლიო

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისის დაღუპვა დაადასტურა

ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა. ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თავრიზისკენ მიემართებოდა გუშინ ჩამოვარდა.

ბორტზე სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა. დაღუპულთა ცხედრებს ახლა ქალაქ თავრიზში ასვენებენ.ვერტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდოდ მიზეზად უამინდობა სახელდება.

მწუხარება პრეზიდენტის გარდაცვალების გამო უკვე გამოთქვეს ინდოეთის, ერაყის, პაკისტანის, კატარის მთავრობების, ასევე „ჰამასის“ და ჰუსიტების წარმომადგენლებმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა