თეგებით ძიება
20. 05. 2024 მსოფლიო

ირანის დროებით პრეზიდენტად პირველი ვიცეპრეზიდენტი მუჰამედ მოხბერი დაინიშნება

ირანის კონსტიტუციის თანახმად, იბრაჰიმ რაისის ნაცვლად ირანის დროებით პრეზიდენტად პირველი ვიცეპრეზიდენტი მუჰამედ მოხბერი დაინიშნება. იგი თანამდებობაზე ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ უნდა დაამტკიცოს.

მუჰამედ მოხბერი თანამდებობას ორი თვის განმავლობაში დაიკავებს. ირანის კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში გაიმართება.

ირანში სახელმწიფოს მეთაურად ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მიიჩნევა, ხოლო მთავრობის მეთაურად - ქვეყნის პრეზიდენტი.

ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. ვერტმფრენში, პრეზიდენტის გარდა, ცხრა პირი იმყოფებოდა, მათ შორის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა