7 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 14 წლის ბიჭი ციხიდან გამოუშვეს - ოჯახი დახმარებას ითხოვს
7 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ციხიდან გამოუშვეს. 14 წლის ბიჭს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. არასწურლოვანმა ციხე 35 ათას ლარის გადახდის შემდეგ დატოვა.
გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს, რადგან პატიმრობიდან გათავისუფლებული ბიჭი მათი მეზობელია. ძალადობის მსხვერპლი გოგონას მდგომარეობა ახლაც მძიმეა. ის უკვე ერთი თვეა, ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშაა.
"მე ადამიანურად მესმის, რომ ის 14 წლის ბავშვია და სამუდამო ციხისთვის ცოდოა, თუმცა ჩემი შვილის სიცოცხლე ახლა საფრთხეშია. გამუდმებით ტირის, გარეთ ვერ გადის, დამოუკიდებლად საპირფარეშოშიც კი ვერ შედის. მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. წარმოგიდეგინათ, მან რომ ისევ დაინახოს მოძალადე, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ქუჩაშ, რა მოუვა. ბიჭსაც სჭირდება დახმარება, რადგან როდესაც 14 წლის მოზარდი 8 წლის ბავშვს უკეთებს მსგავს საზარელ რამეს, თავად სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბავშვის ოჯახი აგრძელებს ჩვენზე ზეწოლას, ავრცელებს ხმებს, რომ თითქოს დამნშავე ჩემი შვილია, ცხადია, პოზიციას ვერ შევიცვლი. გულწრფელად რომ მოეხადათ ბოდიში, ალბათ სხვანაირი მიდგომა მექნებოდა. მას სახლიდან გარეთ გამოსვლა უნდა აეკრძალოს. საფრთხეშია ჩემი 7 წლის შვილი, - ამბობს ქალი.
7 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ 14 წლის ბიჭის წინააღმეგ ყევლა მტკიცებულება არსებობს, თუმცა დამნშავის ოჯახი მაინც ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილთან პირველივე დღიდან მუშაობენ ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკი, მაინც ძალიან გაუჭირდა ამ ყველაფრის გადატანა. ამბობს, რომ არ უნდა გაღვიძება და ამ ცხოვრებაში დაბრუნება. ძილში დაეწყო კოშმარები. ეჩვენება, რომ ეს ადამიანი ისევ იმავეს უკეთებს. შეტევები აქვს, ტირის გამუდმებით,.არც მე მიკარებს ახლოს. ძირითადად სულ დუმს და იყურება სადღაც შორს. არ მეგონა, რომ საქმე ასეთ მძიმე ფაქტთან გვქონდა. ჩემმა შვილმა ეს დეტალები მეორე დღესვე პოლიციაში მოყვა. მანამდე მეგონა, რომ მოზარდი მხოლოდ მის კოცნას შეეცადა, თუმცა ფაქტები და დეტალები, რომელიც ჩემმა 7 წლის გოგომ აღწერა, არის საზარელი. არსებობს სამედიცინო დასკვნები. ნაცვლად იმისა, რომ ჩემი შილისთის ბოდიში მოეხადათ, ოჯახმა თქვა, რომ მათი შვილი მსგავს რამეს არ ჩაიდენდა. მე უბნებიან, რომ ყველაფერშ ჩემი შვილია დამნაშავე. ჩემს ბიჭს არაფერი დაუშავებია, სადაც გინდათ გვიჩივლეთ, ვერაფერს დაგვიმტკიცებთო, - ამბობს გოგონას დედა.
საზარელი შემთხვევა სამეგრელოში თვენახვრის წინ მოხდა. გამოძიება საქმეზე არ დასრულებულა. თუ 14 წლის ბიჭს ბრალი დაუმტკიცდება, მას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდება.
აღსანიშნავია, რომ ბრალი 20 წლით ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.