"გარკვეული ძალის, ენერგიის გამოყენება დამჭირდა მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვი მოგვენათლა, აქ არაფერი იყო უმსგავსო" - მამა დავითი გახმაურებულ ვიდეოზე განმარტებას აკეთებს (ვიდეო)
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ნათლობის პროცესია აღბეჭდილი, რომელსაც საზოგადოებისგან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
ხალხი, ბავშვის მიმართ უხეშ მოპყრობას აკრიტიკებდა და მსგავს საქციელს მიუღებლად მიიჩნევს.
ადამიანი, რომელმაც ნათლობის რიტუალი ჩაატარა, თბილისის ზღვის უბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარი მამა დავითია, მან ერთ-ერთ გადაცემაში განმარტება გააკეთა და საზოგადოების კრიტიკას უპასუხა.
"ადამიანი ამ ასაკში არის რთული მოსანათლი, 7-8 წლის ასაკში. ბავშვს უნდა ნათლობა მაგრამ წყლის ეშინია.
ზემოქმედებას ვახდენ იმისთვის, რომ ქრისტეს წინაშე ვიყო მართალი. გარკვეული ძალის, ენერგიის გამოყენება დამჭირდა მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვი მოგვენათლა, აქ არაფერი იყო უმსგავსო.
იმ წყალში, რომელშიც ნახევარი საათი ლოცვა იკითხება... შინაგანი მიზანი ამ ყველაფრის, ადამიანის გაქრისტიანება იყო“, - განმარტავს მამა დავითი.