ვალენსიაში სტიქიას 28 წლის ესპანელი ფეხბურთელი ემსხვერპლა
ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში წყალდიდობას 28 წლის ფეხბურთელი, ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა.
როგორც ირკვევა, კარიერის დასაწყისში ის საფეხბურთო კლუბ „ვალნესიას“ აკადემიაში თამაშობდა.
„საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ წყალდიდობის შედეგად ხოსე კასტილეხოს დაღუპვას გლოვობს. ხოსე კასტილეხო კლუბის ახალგაზრდულის სისტემაში იყო ჩართული U18-ის დონეზე და თამაშობდა რეგიონის სხვა კლუბებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბოლო ცნობებით, ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა.