თეგებით ძიება

“თუ საბოლოოდ მოვწყდებით ევროინტეგრაციის გზას, გველოდება სრული იზოლაცია"- ლანა ღოღობერიძე

“მივ­მარ­თავ თა­ნა­მო­აზ­რე­ებს: გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლად რომ ვთქვათ, დღეს ზე­და­პირ­ზეა რამ­დე­ნი­მე, ჩემი აზ­რით, უტყუ­ა­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რე­ჟი­სო­რი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე წერს.

მისი თქმით, “თუ სა­ბო­ლო­ოდ მოვ­წყდე­ბით ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას, გვე­ლო­დე­ბა სრუ­ლი იზო­ლა­ცია, რაც ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა და მწი­რი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის გა­ღა­ტა­კე­ბის ტოლ­ფა­სია.“

სა­ქარ­თვე­ლოს ნორ­მა­ლუ­რი მო­მა­ვა­ლი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ამის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ბნელ წარ­სულ­ში - შე­ნიღ­ბულ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბაა. დღეს ამ პრო­ცესს დიდი დარ­ტყმა მი­ად­გა, ტყუ­ი­ლია, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია გრძელ­დე­ბა. ევ­როს­ტრუქ­ტუ­რე­ბის ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ის შე­ჩე­რე­ბუ­ლია - მას ბოლო ლახ­ვა­რი გა­ყალ­ბე­ბულ­მა არ­ჩევ­ნებ­მა ჩას­ცხო.

ლო­ზუნგს “ომი გინ­და’’ ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი აქვს: სწო­რედ ომი რომ არ გვინ­და, იმი­ტო­მაც ვირ­ჩევთ ევ­რო­პას, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად არის მშვი­დო­ბის გა­რან­ტი, - ევ­რო­კავ­ში­რის და­არ­სე­ბის დღი­დან მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ცერ­თი ომი არ ყო­ფი­ლა, ამ კონ­ტი­ნენტზე ომის გამ­ჩა­ღე­ბე­ლი მხო­ლოდ რუ­სე­თია.

თუ სა­ბო­ლო­ოდ მოვ­წყდე­ბით ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას, გვე­ლო­დე­ბა სრუ­ლი იზო­ლა­ცია, რაც ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა და მწი­რი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის გა­ღა­ტა­კე­ბის ტოლ­ფა­სია.

უფრო პი­რა­დი გან­ცდე­ბი: ათე­უ­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე იმ­დე­ნად ღრმად ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ ჩვე­ნი სვლა ევ­რო­პის­კენ ის­ტო­რი­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და ამ­დე­ნად აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უქ­ცე­ვა­დია, რომ ეს - ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­უ­კუ­ნე­ე­ბით გან­მტკი­ცე­ბუ­ლი ნე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი - რწმე­ნა ასე ად­ვი­ლად ვერ შე­ირ­ყე­ვა.

ში­ნა­გა­ნად ვერ გავ­წი­რავ ვერც ჩე­მი­ა­ნებს და ვერც იმათ, ვინც დღეს სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობს, იმი­სათ­ვის, რომ და­ვუშ­ვა: ისი­ნი გან­წი­რუ­ლი არი­ან იმი­სათ­ვის, რომ ჩემს მსგავ­სად, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მსგავს ქვე­ყა­ნა­ში იცხოვ­რონ. უუფ­ლე­ბოდ, დამ­ცი­რე­ბუ­ლად. რო­გორც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი, რუ­სე­თის ქუსლქვეშ მყო­ფი სა­ხელ­მწი­ფოს შვი­ლებს შე­ე­ფე­რე­ბათ.

გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ხე­ლის­გაწ­ვდე­ნა­ზეა ევ­რო­პა თა­ვი­სი კე­თილ­დღე­ო­ბით, მშვი­დო­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბით, თა­ნას­წო­რო­ბით. სა­დაც პი­როვ­ნე­ბას ეხ­სნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სი­ხა­რუ­ლის, ცხოვ­რე­ბის მშვე­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბის სივ­რცე.ეს ყვე­ლა­ფე­რი დღე­საც ჩვენს ხელ­თაა. იმი­ტომ რომ მარ­თლე­ბი ვართ. იმი­ტომ რომ ამას ჩვე­ნი ხალ­ხი და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იმ­სა­ხუ­რებს.

მთა­ვა­რია - არ დავ­ყა­როთ ფარ-ხმა­ლი. გა­ვა­კე­თოთ, ვი­საც რა შეგ­ვიძ­ლია. ქუ­ჩა­ში დგო­მით, მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტით - რისი დიდი კულ­ტუ­რა გა­მო­ვამ­ჟღავ­ნეთ ამ ბოლო ხანს, სი­ტყვით, ცვა­ლე­ბა­დი სი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლი­ზით და სა­ერ­თო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბით. (ამ მხრივ ძა­ლი­ან და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს"ოფის­ში მიმ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რე­ბი, რაც ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბის უტყუ­ა­რი სა­ბუ­თია).

და რაც ყვე­ლაფ­რის თავი და თა­ვია: ერ­თმა­ნე­თი­სად­მი ნდო­ბით და ურ­ყე­ვი რწმე­ნით: ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ!“, -წერს ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა