თეგებით ძიება

თბილისსა და ბათუმში შრი-ლანკის საკონსულო იხსნება

თბილისსა და ბათუმში შრი-ლანკის საკონსულო იხსნება. შესაბამისი განკარგულებები მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა. განკარგულების თანახმად, საკონსულოს საპატიო კონსული უხელმძღვანელებს.

„საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 და მე-5 მუხლების შესაბამისად, გაიცეს თანხმობა ქალაქ თბილისში, საპატიო კონსულის მეთაურობით, შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქით - ქალაქი თბილისი, კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონები) გახსნის თაობაზე“, - წერია განკარგულებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა