"ყოველთვის იყო უსიამოვნო შეძახილები, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ კაც არბიტრებს კონკურენციას ვერ გავუწევდი“ - ქართველი არბიტრის, ხათუნა მაისურაძის ისტორია (ვიდეო)
ხათუნა მაისურაძე ქართველი ქალი არბიტრია, რომელიც 17 წელია ამ საქმეშია და თავის ისტორიას "ახალი დღის“ ეთერში ჰყვება.
როგორც თავად ხათუნა აღნიშნავს, სპორტის სიყვარულით მოვიდა აქამდე, მაგრამ კონკრეტულად ამ პროფესიაზე არასდროს უფიქრია.
"მოედანზე რომ შემოვდივარ, სულ სხვანაირი, მებრძოლი ხათუნა ვხდები. ნორჩი დინამოს გუნდში, სამოყვარულო დონეზე ვთამაშობდი ფეხბურთს, მაშინ ვნახე პირველად მოედანი რა იყო.
ფეხბურთამდე ხელბურთის ქალთა ნაკრებში ვთამაშობდი, სპორტის სიყვარულით მოვედი აქამდე მაგრამ არბიტრობაზე აქამდე არასდროს მიფიქრია.
2006 წელს მწვრთნელმა მითხრა, რომ სჭირდებოდათ ქალი არბიტრები, გავიარე გასაუბრება და ბედი ვცადე. დიდი შრომა დამჭირდა რომ ამ სფეროში თავი დამემკვიდრებინა", - ამბობს ხათუნა მაისურაძე.