პროდუქტები, რომლებიც მეხსიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ
როზმარინი
როზმარინი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და კარნოსინის მჟავით, რომელიც აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვთა ქსოვილს. კვლევებმა აჩვენა, რომ როზმარინის სურნელსაც კი შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესება.
ცხიმიანი თევზი
ორაგული, სკუმბრია, ჰალიბუტი და ქაშაყი შეიცავს ომეგა-3-ის მჟავებს, რომლებიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს და დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლძარღვებზე. თევზი ასევე შეიცავს იოდს, რომელიც აუმჯობესებს გონებას.
ბროკოლი
K ვიტამინისა და მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა, რომელიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. კომბოსტო ასევე შეიცავს ბორს, რომლის ნაკლებობა იწვევს ტვინის აქტივობის დაქვეითებას.
სტაფილო
სტაფილო ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. სტაფილოში შემავალი ნივთიერება ლუტეოლინი ეხმარება მეხსიერების პასუხისმგებელი უჯრედების ნაადრევ სიკვდილთან ბრძოლას.
კაკალი
თითქმის ყველა ეს პროდუქტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ლუტეოლინს. ხსნის ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს კონცენტრაციას, ამცირებს თავის ტვინში მავნე ნივთიერებების გამომუშავებას და ხელს უწყობს ნეირონების გადარჩენას ბაქტერიული ტოქსინების ზემოქმედების შემდეგ.