თეგებით ძიება
16. 03. 2024 მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი არჩევნებზე ტრამპს მხარს არ დაუჭერს

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პარასკევს განაცხადა, რომ მას "სუფთა სინდისით არ შეუძლია" მხარი დაუჭიროს დონალდ ტრამპს. "დონალდ ტრამპი ახორციელებს და აყალიბებს დღის წესრიგს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსერვატიულ დღის წესრიგს, რომლითაც ჩვენ ვმართავდით ქვეყანას ოთხი წლის განმავლობაში. ამიტომაც მე არ შემიძლია სუფთა სინდისით მხარი დავუჭირო დონალდ ტრამპს ამ კამპანიაში," - თქვა პენსმა Fox News-ზე.

 პენსის თქმით, "წარმოუდგენლად ამაყობს" ტრამპ-პენსის ადმინისტრაციის მიღწევებით, თუმცა, ტრამპმა უღალატა კონსერვატიულ იდეებს და მიანიშნა ტრამპის პოზიციაზე აბორტისა და აშშ-ის ეროვნული ვალის შესახებ, ასევე მის შეცვლილ პოზიციაზე TikTok-ზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა