„პროპაგანდა გამიგია, მაგრამ ასეთი სამარცხვინო, არაფერი“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
„საოცარი რეპრპტაჟი ვნახე რ2-ზე:
რამდენიმე მოსამრთლემ გაბედა და კლანის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით. ჰოდა, ხელსიუფლება ორი დღეა ისტერკიაშია. პირდაპირ ემუქრებიან ამ მოსამრთლეებს, სახელსიფლებო მედიებს, როგროც ჩანს, მათი გაშავება დაავალეს.
რ2-ზე გავიდა სამარცხვინო რეპორტაჟი, სადაც ყველა ეს მოსამრთლე სათითაოდ ყავდათ მხილებული "ცოდვებში". ერთზე თქვეს ბებიის გაუპატიურებაში ბრალდებული ყავს გამართლებულიო , მეორეზე- ქმარი ყავს ნაციო. ერთ მოსამრთლეზე საერთოდ საოცარი კომპრომატი დადეს, მისი ქმარი გირგვლიანის საქმის მოსამრთლე, გიორგი ჩემიააო. ანუ ქმარი ასეთი ყავს და თავად წესიერი როგორ იქნებაო.
გირგვლიანის საქმის კიდევ ერთი მოსამართლე, მურუსიძე საერთოდ სასამრთლოს თავში რომ უზით, ეს რა თქმა უნდა, რ2-ს არც გახსენებია.
დასკვნა იყო კიდევ უფრო საოცარი: ეს მოსამართლეები საკუთარი კეთილსინდისერების შემოწმებას ითოხვენ და გამოდის, თავადვე ეპარებთ ეჭვი საკუთარ თავშიო.
პროპაგანდა გამიგია, მაგრამ ასეთი სამარცხვინო, არაფერი.“