თეგებით ძიება
18. 03. 2024 ვიდეო

"რეანიმაციიდან გამოწერის დღეს ჩემს შეყვარებულს ტელეფონი გათიშული ჰქონდა... შემდეგ მითხრა, რომ აღარ უნდოდა შეყვარებული ჰყოლოდა...“ - მარიამ ტატანაშვილი (ვიდეო)

მარიამ ტატანაშვილი, გოგო, რომელიც ავარიაში შეყვარებულთან ერთად მოყვა და მას შემდეგ ძალიან რთულ გზას გადის, გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა.

მარიამმა ავარიის შემდეგ მის ცხოვრებაში განვითარებულ ამბებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრმა მიატოვა, მათ შორის შეყვარებულმა.

"ავარიის შედეგად დავკარგე თითები, მხედველობა, სახის ძვლები დამემტვრა… ყველამ მიმატოვა… საჭესთან ვინც იჯდა, იმ მეგობარმა საერთოდ არც მომიკითხა…

რეანიმაციიდან გამოწერის დღეს ჩემს შეყვარებულს ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ვიფიქრე რაღაც პრობლემები ჰქონდა… თუმცა შემდეგ მითხრა, რომ აღარ უნდოდა შეყვარებული ჰყოლოდა…

საკუთარმა მამიდაშვილმა და ბებიამ მიმატოვეს… ორი წლის მანძილზე არცერთს მოვუკითხივარ“. – აღნიშნა მარიამმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა