თეგებით ძიება

ნიკა გვარამიას ინიციატივა არის გზა, როგორ შეიძლება, სახალხო პროტესტი ჩაკლა კარვებში - იაგო ხვიჩია

ნიკა გვარამიას ინიციატივა არის გზა, როგორ შეიძლება, სახალხო პროტესტი ჩაკლა კარვებში, მე და სანდროს გვაქვს კამათი, მოსყიდულები არიან თუ სულელები, - აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია.

„ეს ინიციატივა არის გზა, როგორ შეიძლება, სახალხო პროტესტი ჩაკლა კარვებში. ააყროლო იქაურობა, გადაიმტერო მოსახლეობა და მერე უბრალოდ სხვას დააბრალო, რომ ხალხი არ მოგყვა ამ ბრძნულ გეგმაში, თორემ „ქოცებს“ დაამხობდი. მე და სანდროს ოფისში კამათი გვაქვს და ვარკვევთ, მოსყიდულები არიან თუ სულელები. ამაზე პასუხის გაცემა რთულია. ოფისშიც განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ ამ ორს არ გასცდება, ან სულელები არიან, ან მოსყიდულები“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. არაფრის დამალვას არ ვაპირებ. ღიად ვიზამ ამიერიდან ყველაფერს. სუსიც ფეხებზე მკიდია, პროკურატურაც, პოლიციაც და რაჟდენიც”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა