თეგებით ძიება

საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 ათასს გადააჭარბა

2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7.4%-ით გაიზარდა და 682 738 ადამიანი შეადგინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, აქედან 454 165 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 228 783 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში შემწეობას 635 769 ადამიანი იღებდა, აქედან 200 191 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული. ცნობისათვის, საქართველოში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის მეორე ნახევრიდან მოქმედებს.

რაც შეეხება რეგიონებს, თუ სად უფრო მეტი ღარიბი ცხოვრობს, ასე გამოიყურება:

თბილისი - 146 639

ქვემო ქართლი - 102 392

იმერეთი - 82 837

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 80 131

აჭარა - 69 736

კახეთი - 66 211

შიდა ქართლი - 56 024

გურია - 26 971

სამცხე-ჯავახეთი - 20 167

მცხეთა-მთიანეთი - 18 337

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13 290

bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა