თეგებით ძიება

დიპკორპუსთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო გაყალბების სამხილების წარდგენა, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ - თინა ბოკუჩავა

გაერთიანებულ ოპოზიციასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის აუდიენცია დასრულდა - შეხვედრიდან გამოსულმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მოპოვებული მტკიცებულებები იყო.

ერთ- ერთი მთავარი მიზანი დიპკორპუსთან შეხვედრის იყო იმ  გაყალბების სამხილების წარდგენა, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის ერთობა, რომელიც ოპოზიცურ ფრონტზეა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით და გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის. ჩვენ წარმოავდგენთ საქართველოს მოქლაქეთა ურმავლესობას , რომლებმაც დააფიქსირეს ევროპული არჩევანი. ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩვენების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს, “ქართული ოცნების“ სახით.

არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომლის ფორმირების მცდელობაც ექნება ხელისუფლებას, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შემდეგ. “, -განაცხადა ბოკუჩავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა