თეგებით ძიება

ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია - ანა დოლიძე

კარვები იქნება თუ მშვიდობიანი შეკრება, მივესალმებით. ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს, ვისაც შეუძლია განცხადებების წერა და გასაჩივრება, დაწეროს, დიპლომატები დიპლომატებს ესაუბრონ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„არსებობს მსხვერპლებზე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია. ძალიან მალე უნდა ჩამოვიდეს ეს მისია და პირველ რიგში უნდა ეთქვას ჩვენს უწყებებს, რომ გვაჩვენონ არის თუ არა დალუქული ეს მანქანები. გვაჩვენონ არის თუ არა დალუქული ქვითრები, შევინახოთ მტკიცებულებები იმ გამოძიებისთვის, რომელიც აქ ადრე თუ გვიან წარიმართება”, - განაცხადა ანა დოლიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა