თეგებით ძიება

საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი პენსიონერია

საქართველოში პენსიონერების რაოდენობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობაში განუხრელად იზრდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 9,8%-ით მოიმატა და მთლიანი მოსახლეობის 22,4%-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 0,3%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 762 621 იყო, 2020 წელს - 783 705-მდე გაიზარდა, 2021 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობამ 793 751 ადამიანი შეადგინა, 2022 წელს ქვეყანაში 808 326 ასაკით პენსიონერი იყო. 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით კი, საქართველოში სულ 838 097 ასაკით პენსიონერია.

რას შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში სულ 3 723 464 ადამიანი ცხოვრობდა, შესაბამისად გამოდის, რომ პენსიონერების წილი იმ დროს მოსახლეობის 19,8%-ს შეადგენდა. 2020 წელს მოსახლეობის რაოდენობა 3 716 858-ს შეადგენდა (პენსიონერების წილი 21%); 2021 წელს მოსახლეობის რაოდენობა იყო 3 728 573 (პენსიონერების წილი 21,2%); 2022 წელს საქართველოში 3 688 647 ადამიანი ცხოვრობდა (პენსიონერების წილი 21,9%); 2023 წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 3 736 357 იყო (პენსიონერების წილი 22,4%).

შესაბამისად, გამოდის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში პენსიონერების წილი მთლიან მოსახლეობაში 2,6 პუნქტით გაიზარდა და მთლიანი მოსახლეობის 22,4% შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერის დაბერების პროცესი აქტიურად გრძელდება და თუ შობადობის მიმართულებით სიტუაცია არ გამოსწორდა, უახლოეს 10 წელიწადში პენსიონერების წილი 28%-საც გადააჭარბებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა