„ბარიერის გადალახვა არ არის რთული, თუმცა დანამდვილებით რამეზე საუბარი ამ ეტაპზე ძალიან რთულია“ - რამაზ საყვარელიძე
„ბარიერის გადალახვა არ არის რთული, თუმცა დანამდვილებით რამეზე საუბარი ამ ეტაპზე ძალინ რთულია“-საინფორმაციო სააგენტო Tia.ge პოლიტიკის ანალიტიკოსს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. ანალიტიკოსს კითხვები დავუსვით 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
„ის რომ „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს ბუნებრივია, რადგან შეჯიბრია. ამ დროს ყველა ამბობს, რომ გაიმრჯვებს მაქსიმალურად. შანსი ნამდვილად აქვს. შეიძლება შეძლონ გადალახონ ბარიერი გახარიამ, „ლელომ“ და მელია/გვარამიას პარტიამ, საკმაო დროა არჩევნებამდე. ბარიერის გადალახვა არ არის რთული. თუმცა დანამდვილებით რამეზე საუბარი ამ ეტაპზე ძალიან რთულია“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
„ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ მიაღწევს წარმატებას, თუმცა საინტერესოა რამდენად შეძლებს პარლამენტის სრულად გაკონტროლებას და კვლავ ერთპარტიული მმართველობის შენარჩუნებას. კვლევებზე დაყრდნობა რთულია, გახსოვთ წინასაარჩევნო კვლევებით „ქართულ ოცნებას“ 20-27% ჰქონდა, თუმცა არჩევნებზე უმრავლესობა მიიღო, ამაში ისიც დაეხმარა, რომ დაკარგული ხმები მისკენ წავიდა“, - აცხადებს საყვარელიძე.
მისივე თქმით, საკმაო დროა იმისთვის, რომ პარტიებმა შედეგები გააუმჯობესონ, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას ვერ გაუსწრებენ.
„ცალკეულ დეპუტატებს შეიყვანენ პარლამენტში, თუმცა ალბათ „ქართული ოცნება“ შეძლებს პარლამენტის გაკონროლებას“, - ამბობს ექსპერტი
ესაუბრა გიორგი აბულაძე