შეცდომა იქნება, ვიფიქროთ, რომ რუსეთი დონბასში გაჩერდება - მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე თქვა, რომ შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ რუსეთი დონბასში გაჩერდება.
სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ემანუელ მაკრონს კითხვები დაუსვეს კრემლის პროპაგანდაზე იმის შესახებ, რომ უკრაინის ომი დასავლეთის აქტიურობამ გამოიწვია. მაკრონის თქმით, შეცდომა იქნება იმის დაშვება, რომ რუსეთი მხოლოდ ყირიმში და დონბასში აგრესიით შემოიფარგლებოდა.
ემანუელ მაკრონის სიტყვებით, კრემლის მესიჯების გამეორება აჩენს გაურკვევლობებს და გაუგებრობებს რუსეთის სამხედრო მიზნების შესახებ.