თეგებით ძიება
28. 03. 2024 სპორტი

”ჩვენ ისინი არ დავაფასეთ, მათ ჩვენ დაგვსაჯეს“ - ბერძნული მედია საქართველოზე

საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა. ვილი სანიოლის გუნდმა გადაჭედილ “დინამო არენაზე” გამართულ ევრო 2024-ის საგზურისთვის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველად, დიდ საერთაშორისო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა.

თბილისში წაგებული გადამწყვეტი მატჩის შემდეგ ბერძნულ პრესაში სამგლოვიარო განწყობა სუფევდა, რაც მოსალოდნელი იყო.

Sport Day: “თბილისში გამართული ფინალი ჩვენი ნაკრებისთვის ტრაგიკულად დასრულდა. ამაში მთავარი დამნაშავე საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მყოფი ხალხია, რომელიც ბერძნულ ფეხბურთს განვითარების საშუალებას არ აძლევს”.

Live Sport: “წავაგეთ – ეს ბერძნული ფეხბურთის ნამდვილი ჩავარდნაა. საქართველომ პენალტების სერიაში 4:2 მოგვიგო და ევრო 2024-ზე თავად გაემგზავრება. ჩვენი ფეხბურთის შავი ათწლეული გრძელდება”.

Kokkinos Protathlitis: “ტრაგედია! თბილისში გამართულმა თამაშმა ყველანი დაგვადუმა. ათენში მწარე ღამე იყო. საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ მიემგზავრება”.

ბერძნული პორტალი In.gr: ” ჩვენ ისინი არ დავაფასეთ, მათ ჩვენ დაგვსაჯეს.

ამპარტავნება ის ყვავილია, რომლის ნაყოფიც თავხედობაა. ჩვენი საქციელით უპატივცემულობა გამოვიჩინეთ ქართველების მიმართ, დავივიწყეთ წარსული. გაგვათამამა ყაზახეთის კარში გატანილმა ხუთმა გოლმა და თავი ცუდი კუთხით წარმოვაჩინეთ.

პირველ რიგში კი ეს ეხება ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელობას, ფედერაციას, რომელმაც “ლურჯ-თეთრების” ბოლო ათწლეულის მთავარი თამაში სასკოლო ექსკურსიად გადააქცია. ხელმძღვანელობას ყაზახეთთან წარმატებამ ისე დაახვია თავბრუ, თითქოს მესის არგენტინა გაგვენადგურებინოს.

ეს სანიოლის გუნდის მიმართ უპატივცემულობა იყო.

საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული გუნდია, რომელსაც ჩავარდნა არ ჰქონია”.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა