თეგებით ძიება
28. 03. 2024 სპორტი

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გერმანიაში თამაშებს რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი დაესწროს - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

ბილეთებთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება, - ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ გერმანიის ქალაქებში რაც შეიძლება მეტი ქართველი გაემგზავროს. 

„ბილეთებთან დაკავშირებით დეტალებს რამდენიმე დღეში გავასაჯაროებთ, გეტყვით UEFA-სთან კომუნიკაციის შემდეგ. რა თქმა უნდა, გიდასტურებთ, რომ ყველა ნაკრებს თავისი რაოდენობა აქვს, თავისი გულშემატკივარიც და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სტადიონზე რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი იყოს“, - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა