თეგებით ძიება

ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით, მთავარი არხის ვებ გვერდი ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოები განახლდება მაშინვე, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც, თუმცა ამ ეტაპზე სტიქიის ეპიცენტრში ცოცხალი ძალა მუშაობს. სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა