თეგებით ძიება

თავგზააბნეულ, ორიენტაცია დაკარგულ ხელისუფლებას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ - გია ბუღაძე

თავგზააბნეულ, ორიენტაცია დაკარგულ ხელისუფლებას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ, - ამის შესახებ მხატვარი გია ბუღაძეს საუბრობს. ხელოვანი დღეს დაანონსებულ ევროპულ მარშზე მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ თუ მოქალაქეებმა "ოცნებას" წინააღმდეგობა არ გაუწიეს, ქვეყანას დავკარგავთ.

იმასაც ვხედავ, რომ ჩვენ რომ დღეს არ გამოვიდეთ და არ გავუწიოთ რეალური წინააღმდეგობა ქოცურ ამ ქმედებას, რეალურად, ქვეყანას დავკარგავთ. აუცილებელია, ამ თავგზააბნეულ ორიენტაცია დაკარგულ ხელისუფლებას თავისი ადგილი მივუჩინოთ, იმიტომ, რომ თუ ვინმემ დაკარგა ორიენტაცია, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფალმა, იმიტომ, რომ ეს ხელისუფალი არ არის, ეს რაღაც უბედურებაა, რომელიც ქვეყანას დაემარტა და რომლისგანაც თავი უნდა დააღწიოს. პირველ რიგში, ახალგაზრდების და შიდა მოძრაობების ეშინიათ და მეორე, ეშინიათ დასავლური სანქციების, თუმცა თამაშობს, რომ ვითომ არ ეშინია და ეს არის მთავარი შიში. რა თქმა უნდა, რუსული ფაქტორია. ვირთხის სინდრომი გამოიხატება იმაში, რომ ყველაფერს აკეთებს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნო. მათგან ყველაფერს ველი, მაგრამ აცილებლად გავიმარჯვებთ, - ამბობს გია ბუღაძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა