თეგებით ძიება

"დედა მტკივა, დავიღალე, როდის არ მეტკინება? - 3 წლის სანდროს სასწრაფოდ საზოგადოების დახმარება სჭირდება

3 წლის სანდრო ღლონტს საზოგადოების დახმარება სჭირდება. პატარა თითქმის სამი წელია კლინიკიდან კლინიკაში დაჰყავთ. მართლაც ურთულესი დღეები გამოიარა. 2 წელზე მეტი დასჭირდა ოჯახს იმის დასადგენად, თუ რა დაავადება სჭირდა უსაყვარლეს სანდროს. როგორც გაირკვა, ბავშვს ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და თავიდანვე არასწორად მკურნალობდნენ. შარშან, ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ ბავშვს იშვიათი დაავადება - ჰირშპრუნგი ჰქონდა. ეს დაავადება აზიანებს მსხვილ ნაწლავს და იწვევს მონელების პრობლემებს, რაც გამოწვეულია მსხვილი ნაწლავის კუნთებში ნერვული უჯრედების არარსებობით.

"დედა მტკივა, დავიღალე, როდის არ მეტკინება, რა ვქნა დედა, კიდევ მტკივა", – სანდრო სვამს სპეციალურ წამლებს იმისთვის, რომ მისმა ნაწლავმა ნორმალური ფუნქციონირება დაიწყოს, რაც იწვევს სპაზმებს, ტკივილს...

სანდროს დედა საზოგადოებას დახმარებას თხოვს - თქვენი დახმარება ისევ ძალიან გვჭირდება. უამრავი მაგალითის მომსწრე ვარ, თქვენი ერთობით გადარჩენილი ბევრი ადამიანი მინახავს. მეც ბევრჯერ გამომიწოდეთ ხელი და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები.

გთხოვთ, ნუ მიგვატოვებთ შუა გზაში, აქამდე თქვენი გვერდში დგომით მოვედით, გთხოვთ, ჩვენთვისაც გაერთიანდით კიდევ ერთხელ და დაგვეხმარეთ სანდროს ტანჯვის დასრულებაში.თითოეული გაზიარება და თითოეული ლარი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია სანდროს გამოსაჯანმრთელებლად.

იმედი მაქვს, თქვენი გვერდში დგომით შევძლებთ სანდროს კარგად ყოფნას და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები.

უფალმა შეგიწიროთ ამბობს მარიამ ციცხვაია.

თიბისი ბანკი / TBC Bank :

#GE82TB7222745064300039

საქართველოს ბანკი / Bank of Georgia :

#GE45BG0000000499299255

მიმღები: ნატო ციცხვაია


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა