თეგებით ძიება

როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციური წესრიგის სივრციდან გადის, ეს ერთგვარი, რბილი სახელმწიფო გადატრიალებაა - გია ხუხაშვილი

როგორც მოსალოდნელი იყო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას მძაფრი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. 15 აპრილს თბილისში კანონპროექტის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროტესტის მიმდინარეობისას პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო 14 ადამიანი დააკავეს. პარლამენტში საქმე ხელჩართულ დაპირისპირებამდე მივიდა - ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელიც „აგენტების კანონს“ წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა.

რატომ მოხდა თითქმის ერთი წლის შემდეგ კანონპროექტის ხელახალი მობრუნება, როცა „ოცნებამ“ საზგადოების განწყობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ იცოდა და რატომ იქმნის საპარლამენტო არჩევნების წინ პრობლემებს ხელისუფლება - ამ კითხვებით TIA.GE-მ პოლიტოლოგ, გია ხუხაშვილს მიმართა.  

- მე შეთქმულების თეორიების მოყვარული არ ვარ, მაგრამ რადგან მწყობრი პოლიტიკური ლოგიკა არ ჩანს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას რაღაცა ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომელიც შარშან ვერ შეასრულა და ვალების გასტუმრებას ახლა ცდილობს. მეორე ლოგიკაა, რომ  ხელისუფლების ძალაუფლება ერთგვარი უძლეველობის მითოლოგიაზე დგას, შარშანდელი ფაქტი ამ მითოლოგიის მსხვრევის  დასტური იყო, რისიც ხელისუფალს ყველაზე მეტად ეშინია, ამიტომ ერთგვარი რევანშის აღება უნდა, რომ უძლეველობის მითოლოგია აღადგინოს. ამაში სხვა ლოგიკას უბრალოდ ვერ ვხედავ და არც ვუღრმავდები, იმიტომ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არაა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საით მიდის ქვეყანა. ფაქტობრივად, ჩვენ დღეს გზაგასაყარზე ვდგავართ და  ორი არჩევანი გვაქვს - ან ევროპისკენ უნდა წავიდეთ  ან რუსეთის იმპერიაში უნდა დავბრუნდეთ. ის, რომ მესამე არჩევანი არსებობს, ილუზიაა, ამიტომ ევროპასთან დაშორება რუსეთში დაბრუნებას ნიშნავს. ამას ვიღაც შეგნებულად აკეთბს, სიჯიუტით თუ სიბრიყვით, ამით არაფერი იცვლება. თუ ევროპული ინტეგრაციის მიმართულეით პრობლემა გვექმნება, რუსეთის ლუკმა ვხდებით. ეს არის უმარტივესი ჭეშმარიტება. 

- რამდენად არის საქართველოს მომავალი დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის  ომში, ფრონტზე არსებულ ვითარებაზე?

- დღევანდელ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ამიტომ რა თქმა უნდა, ესეც სერიოზულ როლს  თამაშობს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს მიმდინარეობს გლობალური ცივი ომი, სადაც ხილული ფრონტის ხაზი უკრაინაში გადის. ამ ომის შედეგებზეა დამოკიდებული ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების დროს ვინ საით და ფრონტის რომელ მხარეს იქნება. შეიძლება პასიურად, მაგრამ  საქართველო ამ პროცესების თანამონაწილეა, მომავალ მსოფლიოში ჩვენი ადგილიც ირკვევა. ამასთან ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ დიდწილად, ამ საზოგადოებამ სწორი გზით უნდა იაროს - იმ გზით, რომრლიც კონსტიტუციურად გამაგრებულია. კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია, რომ  ჩვენი მომავალი დასავლეთია. სამწუხაროდ, ხელისუფლების ნაბიჯები ამ კონსტიტუციურ მოთხოვნას ეწინააღმდეგება. როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციური წესრიგის სივრციდან გადის, ეს ერთგვარი რბილი სახელმწიფო გადატრიალებაა. ჩვენს ხელისუფლებას სახელმწიფო გადასტრიალებზე ლაპარაკი უყვარს, მაგრამ გადატრიალებას ის აწყობს, ვინც ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება ანუ კონსტიტუციასთან კონფლიქტში შედის და დღეს ამას საზოგადოება კი არა, არის, ხელისუფლება აკეთებს. ჩვენი მოკავშირეების, ევროკავშირის ლიდერების განცხადებები ადასტურებს, რომ ხელისუფლების ქმედებები კონსტიტუციურ მოთხოვნებს არათუ  არ ასრულებს, არამედ კონფლიქტში შედის მათთან.  შეესაბამისად, ხელისუფლება თავად აყენებს საკუთარ თავს კანონგარეშე, კონსტიტუციის მიღმა. ეს არის უდიდესი პრობლემა, რომელიც არ ესმით და ბრმად მიჰყვებიან რაღაცას შეიძლება იმის იმედით, რომ ერთხელ რომ გაუვიდათ და კიდევ გაუვათ, ასე არ ხდება. 

-  კანდიდატის სტატუსს გულისხმობთ?

- დიახ. ერთხელ იმიტომ გაუვიდათ, რომ პრობლემების მიუხედავად, ვიღაცამ გადაწყვიტა, ხელი არ ეკრა და რუსეთისკენ უფრო მეტად არ ებიძგებინა. ბავშვი რომ რაღაცას მოიპარავს, მშობელი  აპატიებს და  ჰგონია, კიდევ მოვიპარავ და შემრჩებაო - ამ ლოგიკას თუ მიჰყვება ხელისუფლება, კარგ შემთხვევაში ინფანტილიზმია და ცუდ შემთხვევაში - საკუთარ ქვეყნის ინტერესების საბოტაჟი. 

- ვხედავთ როგორ აქტიურად ცდილობს ექსპრეზიდენტი პროცესებში ჩართვას, „ვივამედიდან“ გვესმის მოწოდებები, რჩევა-დარიგებები და ა.შ.

- ვფიქრობ, რომ ამ პროცესებში სააკაშვიის მისი გადაჭარბებული და გაზვიადებულია. რეალურად, მას ფუნქცია დაკარგული აქვს და ელექტორატის ნარჩენების გასამხნევებლად რაღაცეებს აცხადებს. რეალურად, ის პოლიტიურ პროცესებში არ მონაწილეობს და მუდმივად, მგელი მოდის პრონციპზე აპელირება ხელისუფლების ინტერესებშია. ჩვენი ხელისუფლება ხომ არ ამბობს, რომ თვითონ კარგია? ის ამბობს, რომ მე შეიძლება არ მოგწონვართ, მაგრამ ის ჩემზე უარესიაო. ეს არის მთელი მათი ტექნოლოგიური ხაზი. კი ბატონო, ის შეიძლება უარესია, მაგრამ ჩვენ ორ ცუდს შორის არჩევანი კი არა, სამომავლოდ კარგი არჩევან გვინდა. მანკიერ წარსულსა და მანკიერ აწმყოს  შორს არჩევანით დაიღალა ეს საზოგადოება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა