თეგებით ძიება

"ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გზავ­ნი­ლე­ბი არის ის, რაც არის ჩვე­ნი სუ­ლის­კვე­თე­ბა - ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი არის ევ­რო­პა!“ - კახა კალაძე

თბი­ლი­სის მერი, ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი კახა კა­ლა­ძე ეხ­მი­ა­ნე­ბა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, სა­დაც ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კურ­სის მი­მართ გა­მოთ­ქვა­მენ მხარ­და­ჭე­რას.

"რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი არის ევ­რო­პა! ვინ­მე ამა­ზე კი­თხვის ნი­შანს სვამს? თუ რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტით ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში რომ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ვად­გილ­დე­ბით ვი­ზის გა­რე­შე, ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მოხ­და. ხელი მო­ე­წე­რა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, მი­ვი­ღეთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი.

პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ სწო­რედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში შე­ვალთ ევ­რო­კავ­შირ­ში.

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გზავ­ნი­ლე­ბი არის ის, რაც არის ჩვე­ნი სუ­ლის­კვე­თე­ბა - ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი არის ევ­რო­პა! სწო­რედ ასე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, რომ ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ვი­ცხოვ­როთ.

პირ­ველ რიგ­ში, ევ­რო­პა სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ მინ­და, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბიც ამის­თვის იბ­რძოდ­ნენ, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით თა­ვი­სუფ­ლე­ბი და და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი! ნუ­რა­ვის შერ­ცხვე­ბა და შე­ე­შინ­დე­ბა ამის თქმის, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი არის ევ­რო­პა!", - წერს კახა კა­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა