თეგებით ძიება

"თინას შეუძლია ახსენოს, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ზვიადს კავკასიის ხუსეინად იხსენიებდა" - გიორგი გამსახურდია

უპრიანი იქნებოდა, ეს ხალხი თუ საერთოდ არ ახსენებდა ზვიადის სახელს - საქართველოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტატ თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვას გა­მოს­ვლის ვი­დე­ოს აზი­ა­რებს. ვი­დე­ო­ში ბო­კუ­ჩა­ვა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მი­მარ­თავს და ამ­ბობს, "თქვენ ღა­ლა­ტობთ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას, ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შას, ჩვენს წი­ნაპ­რებს, ილი­ას, ვა­ჟას, აკა­კის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და მე­რაბ კოს­ტა­ვას...“

"ნაც­მო­ძი" და მათი სა­ტე­ლი­ტე­ბი, წარ­მო­ად­გე­ნენ ავ­ტო­მა­ტი­ა­ნი პუტ­ჩის­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ მემ­კვიდ­რე­ო­ბას. დევი ჭან­კო­ტა­ძემ, აკია ბარ­ბა­ქა­ძემ, ვინ­მე გო­გა­ვამ, ჟო­რი­კა რუ­რუ­ამ და სხვებ­მა, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ოლ­ქის რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მოს­კო­ვის დაკ­ვე­თით სის­ხლის კალო და­ატ­რი­ა­ლეს რუს­თა­ველ­ზე.

შემ­დეგ­ში ედუ­არდ ბალ­ტი­ნის რუ­სულ ფლოტ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ა­ში. ამა­თი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნა­მე­ი­ნა­ხე, ახალ­გაზ­რდა გოგო, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ მსგავ­სი სიც­რუ­ით სულ გა­მო­ირ­ჩე­ვა, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლის ღა­ლატ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს იმ პო­ლი­ტი­კურ გუნდს, რო­მე­ლიც ზუს­ტად ზვი­ა­დის არ­ჩე­ულ პრო­ქარ­თულ და პრო­ევ­რო­პულ გზას მიყ­ვე­ბა. უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, ეს ხალ­ხი თუ სა­ერ­თოდ არ ახ­სე­ნებ­და ზვი­ა­დის სა­ხელს.

თი­ნას შე­უძ­ლია ახ­სე­ნოს, მხო­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ზვი­ადს კავ­კა­სი­ის ხუ­სე­ი­ნად იხ­სე­ნი­ებ­და. კი­დევ სხვა მი­ზე­ზე­ბი აქვს თი­ნას, მი­შას ხსე­ნე­ბის და გულ­წრფე­ლად ვურ­ჩევ­დი მაგ გზით წა­ვი­დეს." - აცხადებს გამსახურდია წერს სოციაურ ქსელში გიორგი გამსახურდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა