თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება
გადაუდებელი სამუშაოების გამო 27 ივლისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ნატბეურების, ჩალისპირების დასახლების, გლდანი-დიღმის შემაერთებელი გზის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის, გოძიაშვილის, თოფურიძის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ჭიაურელის, ლუბლიანას, ახმეტელის, ბელიაშვილის, მიქელაძის, ჭოხონელიძის, ონიანის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.