ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა
სასტიკი მკვლელობა ლეჩხუმში. ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა. მკვლელობის მოტივი უცნობია. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძმის მკვლელობისთვის დაკავებული პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალს სავარაუდოდ დღის განმავლობაში წარუდგენენ.