თეგებით ძიება

„პარადოქსია იმის დაშვება, რომ ადამიანები მიიყვანო იქამდე, ათქმევინო, რომ მას უნდა ჰქონდეს, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია“ - პაპუაშვილი

გუშინ პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ 80-იანი წლების ბოლოს რუსთაველზე ქართველი ხალხი იკრიბებოდა იმისთვის, რომ მოეთხოვათ სუვერენიტეტი, პარადოქსია, რომ ამ დღეებში ოპოზიცია და მისი „ენჯეოები“ კრებდნენ ხალხს, რომ მოეთხოვათ ნაკლები სუვერენიტეტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პროპაგანდა ე.წ. რუსული კანონისა, ჩაიშალა, თუმცა ახლა სასურველია კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვა მოხდეს.

„პარადოქსია იმის დაშვება, რომ ადამიანები მიიყვანო იქამდე, ათქმევინო, რომ მას უნდა ჰქონდეს, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია. ამ პარადოქსამდე არის მისული „ენჯეო“ სექტორი. რაც შეეხება საკითხს, თვითონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ საერთაშორისო გამოხმაურების მხრივ ვნახეთ ერთი რამ, რომ პროპაგანდა ე.წ. რუსული კანონისა ჩაიშალა. არც ერთ ამ განცხადებებში და გამოხმაურებაში ეს ტერმინოლოგია აღარ არის. ამიტომ, ეს პროპაგანდა „რუსული კანონი“ ჩაიშალა. ახლა ვართ მეორე სტადიაში, როდესაც ჩვენ გვაინტერესებს, შინაარსობრივი კრიტიკა. პროცესი კანონის მიღებისა არის გრძელი, რამდენიმე კვირა დასჭირდება. ყველას აქვს საკმარისი დრო, რომ წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები საკომიტეტო განხილვის დროს, ასევე პლენარულ სესიაზე. დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერაფერი, მათ შორის ვერც უცხოელებისგან. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დოგმატიზმი. როდესაც დოგმებით გველაპარაკებიან და რწმენის საკითხად აქცევენ, რომ რაღაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებას. დოგმების და დოგმატური აზროვნების გამოვლენის ყველაზე იოლი საშუალება არის დასმა ერთი მარტივი კითხვისა – ეწინააღმდეგება ევროპის ღირებულებებს?! რატომ?! ამის იქით უკვე რომ აღარ არის პასუხები, ეს გვაჩვენებს, რომ სინამდვილეში არგუმენტი არ აქვს არავის და არის ჩვეულებრივი დოგმები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა